24.04.2024 | 18:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზად არის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამბობს, რომ თავისი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება "გადაუდებელი ისტორიული ამოცანაა". კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზად არის, - ამის შესახებ BBC წერს.

კორეის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ქვეყანა "სრულ მზადყოფნაშია ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის".

კიმ ჩენ ინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო წვრთნები არასწორად წარმოაჩინოს, როგორც პროვოკაცია.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს ჩაატარა.

დღის გადაცემები