24.04.2024 | 20:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: "თუ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ბირთვულ ცდებს, უპრეცედენტო პასუხს გავცემთ"

სამხრეთ კორეა, მოკავშირეებთან ერთად, უპრეცედენტო პასუხს გასცემს ჩრდილოეთ კორეას, იმ შემთხვევაში თუ ბირთვულ ცდებს არ შეწყვეტს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩინეთს მოუწოდებს, რომ ბოლომდე შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც გაეროს უშიშროების მუდმივმა წევრმა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში სამხედრო შეიარაღება გაიზრდება.

"დარწმუნებული ვარ, ჩინეთს აქვს შესაძლებლობა გავლენა იქონიოს ჩრდილოეთ კორეაზე, ასევე, ჩინეთს აქვს პასუხისმგებლობა ჩაერთოს პროცესში. ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს მოჰყვა თავდაცვის ხარჯების გაზრდა რეგიონის ირგვლივ ქვეყნებში, მათ შორის იაპონიაში“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, ჩინეთის ინტერესშია გააკეთოს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული შეიარაღების შემცირებისთვის.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გააკეთებენ სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები - აშშ და იაპონია, თუ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირებას გააგრძელებს, იუნიმ უპასუხა, რომ "ქმედება იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არ გვინახავს", თუმცა პრეზიდენტმა აღარ განმარტა კონკრეტულად რას გულისხმობდა.

დღის გადაცემები