26.04.2024 | 10:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კოვიდ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მატებაა - საავადმყოფოების ნაწილის ინფორმაციით, საწოლები დატვირთულია

კოვიდ მიმღებ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები დატვირთულია.

აღნიშნულის მიზეზი, ბოლო 1 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები არათუ დატვირთული, გადატვირთულია. კლინიკაში იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტია მოთავსებული, ვიდრე ეს საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული.

"პაციენტების უმეტესი საშუალო სიმძიმის არის, თუმცა გვყავს მძიმე პაციენტებიც",- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.

კოვიდ-პაციენტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმ-ინფექციონისტმა, მარინა ენდელაძიემ განაცხადა, კოვიდ-პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა საკმარისია და პრობლემა არ გახდება.

რაც შეეხება აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც ამჟამად ჰიბრიდულ რეჟიმზეა, დაწესებულებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა "მსუბუქად არის მომატებული".

დღის გადაცემები