20.04.2024 | 08:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თენგიზ ცერცვაძე: "ჩემი პროგნოზით, პიკი შემოდგომაზე იქნება, მაგრამ ეს ტალღა იქნება გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო"

ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა. ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში დომინანტი გახდა BA4 და BA5 შტამები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული BA2 შტამი. ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო. ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, იცით თქვენ რომ საქართველო ვაქცინაციაში მოიკოჭლებს", - განაცხადა მან.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდა კოვიდი, ის უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მას საჭიროებისამებრ მედიკამენტი "პაქსლოვიდი" დაენიშნება.

"როდესაც ვინმეს ეწყება ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა ან სურდო, ეს არ იცი შენ ეს კოვიდია თუ სხვა რესპირაციული დაავადება. პირველივე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს უნდა გაიკეთოს ტექსტი. თუ იქნება დადებითი, დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, ის შეაფასებს პაციენტს არაფერი სჭირდება თუ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს ამისთვის უახლესი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს, დაუნიშნავენ "პაქსლოვიდს" და ბინაზე უფასოდ მიართმევენ", - აღნიშნავს ცერცვაძე.

დღის გადაცემები