28.04.2024 | 08:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა ორშაბათიდან განახლდება

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა ორშაბათიდან განახლდება. მოსმენები ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო გადაიდო. ორშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ოთხ კანდიდატს მოუსმენენ. ესენი არიან: ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე და გიორგი მარიამიძე. მათ დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

"დაგვრჩა კიდევ 12 კანდიდატი, რომელთაც უნდა მოვუსმინოთ. გადავანაწილებთ შემდეგი კვირის დღეებზე, პროცესი ორშაბათიდან განახლდება. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად და საქმიანად, ისე, რომ თვითონ პროცესი არ დაზარალდეს დავასრულოთ კანდიდატების მოსმენა და ყველას მიეცეს საშუალება, რომ გამოამზეუროს თავისი ხედვები" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

დღის გადაცემები