27.04.2024 | 07:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშშიც არის საუბარი.

"ამ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა არის გაუარესებული. ასე იწყება ანგარიში და მთელი რიგი თავების მიხედვით ჩაშლილია უკვე, თუ რა მიმართულებით გვაქვს გაუარესება და რა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ მთლიანობაში შეფასება არის ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია",-განაცხადა იოსელიანმა.

ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

დღის გადაცემები