25.04.2024 | 05:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბლისსა და რეგიონებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. თბილისის პარალელურად დაკავებების ღონისძიება მიმდინარეობდა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე თავისფულების აღკვეთას  ითვალისწინებს.

დღის გადაცემები