26.04.2024 | 16:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავა, შვიდს პირს კი, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის გადაცემები