21.09.2024 | 10:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე და 90-ე კილომეტრზე ჩამოსული მიწისა და კლდის მასის გამო, კმ77-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ20-კმ77 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კმ1-კმ20 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის გადაცემები