13.12.2024 | 06:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულის სახლიდან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 9 658 ლარის ღირებულების 2 195 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 174 პირი ამხილეს. მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 403 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 2 000 000 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები