25.04.2024 | 07:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტიქია დუშეთში - უხვი ნალექისგან მიყენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე დღეა დუშეთის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. უხვი ნალექისგან მიყენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გუშინ კიდევ ერთხელ განვითარდა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. სტიქიის ზონებში იმყოფებიან რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

26 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა დუშეთის მუნიციპალიტეტს, სადაც ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მნიშვნელოვნად დაზიანდა ცენტრალური და შიდა საუბნო გზების ნაწილი.

დღის გადაცემები