13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შოთა ბურჯანაძე: "55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს ან ქვეყნიდან გაედინება - მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პროფესიული სწავლების შემდეგ თავი ირჩინონ"

55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს ან ქვეყნიდან გაედინება - მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ. დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, - ამის შესახებ "საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით.

"დღეს ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია მომავალში, ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ "შედენო" პროფესიულ სასწავლებელში.

მათ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ, მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, ამ კურსის დასრულების შემდეგ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და ირჩინოს თავი.

ჩვენ გვაქვს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ათობით სპეციალისტს ამზადებენ, მაგრამ მოთხოვნაა გარკვეულ მიმართულებებზე, ეს არის ტურიზმი, მშენებლობა, მედიცინა. დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, უჭირს მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, ეს კადრებია დღეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი", -აღნიშნავს ბურჯანაძე.

გარდა ამისა მან, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დროის 48-დან 40 საათამდე შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესისთვის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობას ქმნის.

"გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ კუთხით მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. ეს ბიზნესისთვის არის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა, მეორე დამატებითი გასავალი. ეს ორი ფაქტორი ბიზნესისთვის გამოწვევაა. დღეს ძალიან რთულია ახალი კადრების მოძიება. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გარკვეული ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან დიდი პროცენტია იმ ბიზნეს სფეროსი, რომელიც ამ პრობლემას ვერ გადალახავს და პრობლემა შეექმნება",- აღნიშნა ბურჯანაძემ.

დღის გადაცემები