18.04.2024 | 18:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯოზეფ ბორელი: "არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე"

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება", - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზებს რუსების ნაწილი მიიღებს, თუმცა, არა ოლიგარქები.

"ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე", - აღნიშნა ბორელმა.

დღის გადაცემები