26.04.2024 | 06:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბორელი: "უკრაინის დახმარების კუთხით ევროპამ აშშ-ს გაუსწრო"

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის ერთობლივი დახმარება ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 50 მილიარდ ევროს უახლოვდება.

მისივე თქმით, ევროპა აშშ-ს კიევისთვის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მხრივ უსწრებს. 

"ევროპა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში უნდა დაეხმაროს. ჩვენ მოგვიწევს მხარი დავუჭიროთ უკრაინას და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინის დახმარება ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 50 მილიარდ ევროს უახლოვდება. ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი მოლაპარაკებებისთვის, რათა მშვიდობას მივაღწიოთ", - განაცხადა ბორელმა. 

დღის გადაცემები