19.05.2024 | 17:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეროვნულ გალერეას ირანში გატანილი 4 ნახატი დაუბრუნდა, 11 დაკარგულად ითვლება [ვიდეო]

1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში გატანილი 4 ექსპონატი საქართველოში დაბრუნდა, 11 კი დაკარგულად ითვლება.  ექსპონატების საქართველოში დაბრუნების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნამუშევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი. ეროვნულ გალერეას წლების წინ ქვეყნიდან გატანილი შემდეგი 4 ნახატი დაუბრუნდა: დიმიტრი ხახუტაშვილი - „იმერეთი“; შოთა ლეჟავა - „გრემი“; ზაურ დეისაძე - „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი - „შოთა რუსთაველი“.

 აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული გალერეიდან 1995 წელს გატანილი 15 ექსპონატის შესახებ, არც საქართველოს ეროვნულ გალერეას და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელშიც ეროვნული გალერეა 2005 წელს გაერთიანდა, 2012 წლამდე არავისთვის მიუმართავთ.

დღის გადაცემები