19.05.2024 | 19:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს [ვიდეო]

ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ამბავი საქართველოს შესახებ ცეკვით და სიმღერით ცნობილმა ლოტბარმა და ქორეოგრაფმა მართლაც რომ მთელს მსოფლიოს მოუყვა. 136 წლის ანსამბლს სამხატვრო ხელმძღვანელად 30 წელი უძღვებოდა. ანსამბლმა საგანგებო შოუ პროგრამით ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიარა და 2022 წელს მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნად პარიზში ოქროს დისკიც გადაეცა. ჯემალ ჭკუასელმა შეძლო ახალგაზრდებისთვის ის ტრადიცია და ისტორია გადაეცა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო კულტურებს შორის.

ჯემალ ჭკუასელი 1976-1979 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. ჯემალ ჭკუასელს 1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1995 წელს კი ღირსების ორდენის კავალერი წოდება მიენიჭა. 2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჯემალ ჭკუასელს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

დღის გადაცემები