19.05.2024 | 17:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეზო ამაშუკელს 85 წელი შეუსრულდა [ვიდეო]

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, რეზო ამაშუკელს 85 წლის იუბილე მიულოცა. თეა წულუკიანმა  სამინისტროს სახელით ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა. რევაზ ამაშუკელი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: „ცისკარი“, „მნათობი“, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. რეზო ამაშუკელის ლექსები  1957 წლიდან იბეჭდება. პარალელურად, პოეტი ყოველთვის დაკავებულია საზოგადოებრივი მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი, ღირსების ორდენი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

დღის გადაცემები