18.08.2022 | 03:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: "ქართველი ხალხი ბევრად უფრო თავისუფლებისმოყვარე და გონიერია, ვიდრე თქვენ გეჩვენებათ"

ნამდვილად გაუგებარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკოსებს სათავეში თქვენ უდგახართ ქალბატონო ელჩო, - ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც ამბობს - "გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებას".

როგორც გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, ქართველი ხალხი ბევრად უფრო თავისუფლების მოყვარე და გონიერია, ვიდრე კელი დეგნანს ეჩვენება.

"ნამდვილად გაუგებარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკოსებს სათავეში თქვენ უდგეხართ ქალბატონო ელჩო! ქართველი ხალხი ბევრად უფრო თავისუფლების მოყვარე და გონიერია, ვიდრე თქვენ გეჩვენებათ. ღმერთმა დაიფაროს ამერიკა", - წერს გოგა ხაინდრავა.

შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს. გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებას.

დღის გადაცემები