18.08.2022 | 03:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოლდოვის პრემიერი: "უკრაინაში ომის გამო, მოლდოვისთვის რისკები კვლავ მაღალია"

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ პარლამენტარებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის მუდმივ რისკებსა და უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადის მართვის აუცილებლობას.

"უკრაინაში ომის გამო, მოლდოვისთვის რისკები კვლავ მაღალია. მთავრობას დამატებითი უფლებამოსილებები სჭირდება", - აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

დღის გადაცემები