18.04.2024 | 10:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მაროკო იქნება პირველი არაბული ქვეყანაა, რომელიც უკრაინას იარაღს მიაწვდის

მაროკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკრაინას საბჭოთა „ტ-72“-ის ტიპის ტანკების სათადარიგო ნაწილები მიეწოდება. ამის შესახებ eadaily.com იუწყება. 

გამოცემა Le Journal de l’Afrique-ს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები. ასევე მნიშვნელოვანი როლი საფრანგეთმაც შეასრულა, რომელიც მაროკოს მოკავშირეა, საფრანგეთმა, თავის მხრივ, უკრაინაში "ცეზარის" ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები "მილანი" გააგზავნა. „ცეზარები“ სწორედ მაროკოში უნდა გაგზავნილიყო, მაგრამ პარიზმა რაბათთან მოლაპარაკების შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აშშ აფრიკის სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რადგანაც მათ შეიარაღებაში არის საბჭოთა ტექნიკა. მაროკოს ათობით "ტ-72" გააჩნია, რომელიც მან 1999-2001 წლებში ბელარუსისგან შეიძინა.

რუსული მედია ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რამშტაინში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე გამართულ ბოლო შეხვედრაში კენიის, ლიბერიის და ტუნისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამავე მედიის ვერსიით აშშ-ის გააქტიურება აფრიკის მიმართულებით აიხსნება ვაშინგტონის სურვილით არ დაუშვას ჩინეთის პოზიციების გაძლიერება აფრიკაში, ეს მაროკოსაც ეხება. 

ტელეგრამ-არხებზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სათადარიგო ნაწილების გარდა მაროკო უკრაინას ტანკებსაც მიაწვდის. 

10 დეკემბერს მედიაში  გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას, შესაძლოა, "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით არ დადასტურებულა.  

დღის გადაცემები