26.04.2024 | 03:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "ვერც ერთი მხარე გამარჯვებას ვერ შეძლებს, დანაკარგების რაოდენობა გაიზრდება"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ჩინეთის "სამშვიდობო გეგმას" მხარს უჭერს.

ორბანის თქმით, საომარი მოქმედებები შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გზით.

ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი გამუდმებით ორივე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

"უნგრეთის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს, როგორ მიდის ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ ომისკენ. ევროკავშირის ქვეყნები უკვე აგზავნიან ტანკებს, განიხილავენ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას და თუ ასე გაგრძელდა, იქნებიან ისეთებიც, ვისაც სურს ჯარის გაგზავნა უკრაინაში", - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.

მისი თქმით, ვერც ერთი მხარე გამარჯვებას ვერ შეძლებს, დანაკარგების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება, ამიტომ ბუდაპეშტი მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა თავისი პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ.

დღის გადაცემები