13.12.2024 | 05:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ასლან ბჟანიამ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ალბათ, იცით, რომ აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ძალიან კომფორტული კლიმატი და ბელარუს სტუმრებს ყოველთვის მივიღებთ. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ბელორუსის მოქალაქეებს უვიზოდ აფხაზეთში ყოფნა გაუგრძელდებათ. შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ბელარუსის ტერიტორიაზე აფხაზური პროდუქციის მიწოდება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან მაღალტექნოლოგიური პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აფხაზეთი შეიძენს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციას, კერძოდ, ბელარუსის მრეწველობის ფლაგმანის - ჰორიზონტის ქარხნის პროდუქტებს",- აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე თქმით, ძირითადად, დასავლური სახელმწიფოების ძალისხმევის წყალობით, აფხაზეთი დიდი ხანია იზოლაციაში იმყოფება და რუსეთის ძალისხმევით გადის დეიზოლაციის პროცესებს.

"ბელარუსთან კონტაქტები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს კეთილმეზობლური, აქცენტით სამრეწველო თანამშრომლობაზე", - დასძინა ბჟანიამ.

დღის გადაცემები