25.04.2024 | 06:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ალექსანდრე ლუკაშენკოს ირანში ვიზიტი ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების გაფართოებაა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ირანში ვიზიტი, გარკვეული თვალსაზრისით, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების გაფართოებაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

"ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ისინი ხშირად ისინი ერთად იყრიან თავს", - აღნიშნა პრაისმა ბრიფინგზე.

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედ ითვლება, გუშუნ თეირანში ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს შეხვდა. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ ხელი მოაწერეს "ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის 2023-2026 წლების გზამკვლევს".

დღის გადაცემები