25.04.2024 | 00:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში კავშირების განვითარება, განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, პოლიტიკოსები პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დღის გადაცემები