28.04.2024 | 10:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით არახამიას მორიგი პროვოკაციული განცხადება

დავით არახამიას მუქარა და მორიგი ბრალდება საქართველოს. ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე კვლავ საქართველოს რუსეთთან კავშირზე საუბრობს. ამბობს, რომ მზად არის ჩვენს ქვეყანას ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ამისთვის , საქართველოშიც ჩამოვიდეს. არახამია საუბრობს რევოლუციაზე და "ქართული ოცნებას" ურჩევს ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები შესაძლოა პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ.

"ჩვენ დაგეხმარებით. მზად ვარ პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით - ჩემთვის სულ ერთია, რა ერქმევა პარტიას, სულ ერთია პოლიტიკოსს გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს. ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, იმიტომ რომ მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც ბიზნეს გარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც", - აცხადებს არახამია.

დღის გადაცემები