18.04.2024 | 20:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიგლა ბარამიძე : "ნაცბანდას მეორე ოფისი გახსნილი აქვს უკრაინაში და მათი ერთადერთი დავალებაა, რომ საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი"

"აბსურდის თეატრია, ეს არახამია 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა. ამავე დროს ნახეთ რა ხდება. რუსეთის სანქცირების ჯგუფს მოაწერა ხელი ზელენსკიმ. ნაცვლად იმისა, რომ უამრავი თავიანთი მოქალაქეები ჰყავთ გამოსაკვლევი, გადაერთნენ ბელარუსზე, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

"ასევე მოადგნენ საქართველოს. რატომ? იმიტომ, რომ ამ მე-5 კოლონას იქ ჰყავს წარმომადგენლები. მეორე ოფისი გახსნილი აქვს ნაცბანდას უკრაინაში და რა სურთ? მათი ერთადერთი დავალებაა, რომ საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი- ისევ სისხლისღვრა. არ გამოუვათ არაფერი", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

დღის გადაცემები