26.04.2024 | 17:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მამუკა მდინარაძე არახამიაზე: "როდესაც მის ქვეყანაში ომია, ამ ადამიანს სცალია, ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო"

სამწუხაროდ, ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესჯებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, დავით არახამიას მიზანი არის საქართველოს დაზიანება და ხელისუფლების ცვლილება.

"ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია, ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავის უბინძურესი მესიჯებით, "ნაცმოძრაობის" მათი ლობისტების თუ დავალებების მიმცემების კვალდაკვალ და საქართველოში "ნაცმოძრაობის" მედია, "ნაცები" აყოლილი არიან ამ ბინძურ მესიჯებს. მიზანი არის საქართველოს დაზიანება და მიზანია საქართველოში ცვლილებები, "ნაცმოძრაობით“ ჩანაცვლება "ქართული ოცნების", ომში ჩართვა ამ ქვეყნის.

წარმოიდგინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ომის და აგრესიის ობიექტი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი თავს ესხმის ასევე ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებას. მეტი სიბინძურე რა უნდა იყოს?", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია კვლავ საქართველოს რუსეთთან კავშირზე საუბრობს. ამბობს, რომ მზად არის ჩვენს ქვეყანას ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ამისთვის, საქართველოშიც ჩამოვიდეს. არახამია საუბრობს რევოლუციაზე და „ქართული ოცნებას“ ურჩევს ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები შესაძლოა პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ.

დღის გადაცემები