20.05.2024 | 18:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დევიდ ლი: "მე კუბილიუსის პოსტების კოპირებას ვახორციელებდი. არ ვიცი, ეს პოსტები წაშალა თუ არა, მაგრამ ევროპარლამენტარმა უთხრა ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, რომ არ ემუშავა ევროპულ ბიზნესასოციაციასთან"

მათ აქვთ ციტირებები და ეს არსებობს. ეს იყო დახურული შეხვედრა. მე ვერ დავამტკიცებ ამას. არის ჩემი სიტყვა მათი სიტყვის წინააღმდეგ, მაგრამ მათ აქვთ ჩანაწერები იმ თვალსაზრისით, თუ რა მითხრა მე ელჩმა, რომ მას აღარ სურს, თავის თავზე აიღოს რისკი, თუ მე თანამდებობაზე დავრჩებოდი, - ამის შესახებ ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, ელჩის მოადგილესთან შეხვედრის დროს რაც ითქვა, ჩაწერილი იყო.

"ჩაიწერა ელჩის მოადგილემ ის, რომ მე ვჩიოდი. ის, რასაც აცხადებდა პარლამენტარი, რომ იგი ინფორმაციას იღებდა კორუმპირებული ორგანიზაციიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობიდან". არსებობს დოკუმენტები, არსებობს ევროკავშირის დელეგაციაში. მათ იციან, რა ითქვა. მათ აქვთ ციტირებები და ეს არსებობს. ეს იყო დახურული შეხვედრა. მე ვერ დავამტკიცებ ამას. არის ჩემი სიტყვა მათი სიტყვის წინააღმდეგ, მაგრამ მათ აქვთ ჩანაწერები იმ თვალსაზრისით, თუ რა მითხრა მე ელჩმა, რომ მას აღარ სურს, თავის თავზე აიღოს რისკი, თუ მე თანამდებობაზე დავრჩებოდი

მე კუბილიუსის პოსტების კოპირებას ვახორციელებდი. არ ვიცი, ეს პოსტები წაშალა თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა უთხრა ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, რომ არ ემუშავა ევროპულ ბიზნესასოციაციასთან და მან ეს პირისპირ შეხვედრაზე მითხრა. მათ ჩაიწერეს ეს ყველაფერი. რატომ ამბობდა? იმიტომ, რომ ჩემი პოსტის მაგალითი იყო, ჩემი კომენტარი იყო გვერდზე მოცემული. ეს დოკუმენტები არსებობს ევროკავშირის წარმომადგენლობაში“, - განაცხადა დევიდ ლიმ.

დღის გადაცემები