30.04.2024 | 05:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დევიდ ლი "ნაციონალურ მოძრაობაზე": "ეს არის მაფია, ისინი ფულს სძალავდნენ ბიზნესს და ასე გამდიდრდნენ - ეს არის სიმართლე და დემოკრატიულ ქვეყანაში ამის თქმის უფლება მაქვს"

მე ვიცნობ "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 და 2012 წელს, როდესაც ვიყავი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი ამ პარტიამ დააპატიმრა ბევრი ჩვენი წევრი, თავისუფლების სანაცვლოდ ფული გამოსძალა. მე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს იგივე ადამიანები არიან, - ამის შესახებ ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ განაცხადა.

"2004 წელს, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი "მაგთიკომის" მეწილე ციხეში ჩასვეს, 2009 წელს ჩემი მოადგილე ციხეში ჩასვეს, 2011 წელს ეკონომიკის მინისტრი მემუქრებოდა, მასთან შეხვედრაზეც წამიყვანეს.

ეს არის მაფია, ისინი ფულს სძალავდნენ ბიზნესებს და ასე გამდიდრდნენ. ეს არის სიმართლე და დემოკრატიულ ქვეყანაში ამის თქმის უფლება მაქვს" - განაცხადა დევიდ ლიმ.

დღის გადაცემები