21.05.2024 | 00:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დევიდ ლი: "საქართველოში დიდი პრობლემაა კორუმპირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პირებისთვის სასურველ პოზიციას იკავებენ; ისინი მიდიან ბრიუსელში და ადამიანებს დეზინფორმაციას აწვდიან"

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებით, თანამდებობა ზეწოლის საფუძველზე დატოვა. განცხადება მან "ტვიტერით" გაავრცელა.

"კარლ ჰარცელმა მითხრა, რომ ევროპულ ბიზნესასოციაციასთან არ იმუშავებდა, რადგან მე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი და გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი. მან ასევე მითხრა, რომ სხვა ბიზნესორგანიზაციებიც არ შეეგუებოდნენ ამას, სწორედ ამიტომ გადავდექი. ევროპულ ბიზნესასოციაციაში 5 წელი ვმუშაობდი და ის ძალიან მიყვარს. ამ ხუთი წლის განმავლობაში ის განსაკუთრებულ აპოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მჯერა, რომ ასეთი ორგანიზაცია, სწორედ აპოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ჩემს პირად გვერდზე "ქართულ ოცნებაზე" დადებითი შეფასება დავწერე, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარყოფითი, კრიტიკა მივიღე, ასე რომ, ვფიქრობ, სერიოზული პრობლემა გვაქვს. კიდევ ერთი დიდი პრობლემა საქართველოში არის კორუმპირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, როგორიცაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომლებიც ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პირებისთვის სასურველ პოზიციას იკავებენ; ისინი მიდიან ბრიუსელში და ადამიანებს დეზინფორმაციას აწვდიან, მაგალითისთვის, ისინი საქართველოში არსებული კორუფციის არასწორ მაჩვენებლებზე საუბრობენ. სინამდვილეში კი ამ მხრივ, საქართველოში ევროკავშირში არსებულ ბევრ ქვეყანაზე კარგი მდგომარეობაა. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის რეალური მიზეზი" - განაცხადა დევიდ ლიმ.

დღის გადაცემები