24.04.2024 | 15:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ"

ევროკავშირის მიერ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვის შემოღებაზე საუბარი აჩვენებს, თუ როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა "ტვინი წაიღეს თავისი მოსაბეზრებელი რუსოფობიური კრიახით".

"ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაუღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს", - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე და აღნიშნავს, რომ ამით "ევროპელები კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და ნაკლებად მოაცდენენ რუსეთს და მის მოქალაქეებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან ტყუილითა და ბოდვებით".

დღის გადაცემები