19.04.2024 | 18:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "პოლონურ ფერმაზე სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო დარტყმის" ინციდენტი ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ აჩვენა, რომ დასავლეთი კიდევ ერთ მსოფლიო ომს უახლოვდება.

"პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო დარტყმის" ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება", - წერს მედვედევი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის გადაცემები