23.04.2024 | 20:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "თუ კიევს Patriot-ის კომპლექსები გადაეცემა, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება"

ცივილიზებულ სამყაროს არ სჭირდება ნატო, კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 12% ცხოვრობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია", - წერს მედვედევი „ტელეგრამის” არხზე.

ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იმუქრება, რომ თუ კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, ისინი რუსეთის სამხედრო სამიზნეები გახდებიან.

"თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატო-ს პერსონალთან ერთად Patriot-ის კომპლექსებს მიაწვდის, ისინი მაშინვე გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე", - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.

მისი თქმით, იმედი აქვს, ამას ალიანსში აცნობიერებენ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

დღის გადაცემები