23.04.2024 | 22:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ბიძინა ივანიშვილის წერილში ერთი დამაფიქრებელი მომენტი იყო ის, რომ ომის საფრთხე დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და არც რისკებია განეიტრალებული. რეალურად "პატრიოტთა ალიანსმა" ეს სიმართლე და თემები ომამდე ბევრად ადრე გახადა საჯარო"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "საინტერესოა მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ გააქტიურონ თანამშრომლობა დასავლური სტრუქტურების მიმართ. ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში უნდა დადგეს გულწრფელობის დრო. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს პროცესები ძალიან შორს არის გულწრფელობისგანაც და პოლიტიკური სიმაღლისგანაც. საერთოდ არ არის პოლიტიკური პროცესი ის, რაც ხდება. მმართველი პარტიიდან რომ გამოყოფ დეპუტატების ჯგუფს და ცდილობ, მათ დააყენონ საკითხები და მერე შენ გამოეხმაურო - ეს ხომ არ არის პოლიტიკა, რაც უნდა წარმოებდეს, ამას ხომ აკლია გულწრფელობა. ამ ყველაფერს გრძნობს საზოგადოება. რა სიმართლეზე ლაპარაკობს "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გამოვეყავით მმართველ პარტიას, რათა სიმართლე ვილაპარაკოთ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნორმალური სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ თავის თავთან არ თანამშრომლობს. როდესაც ადამიანი მარტო თავის თავთან ურთიერთობს და არა გარე სამყაროსთან, მას პრობლემები აქვს. იგივე პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას". ერთი ის, რომ დარჩა მოკავშირეების გარეშე - ნორმალური ხელისუფლება არ უნდა რჩებოდეს პოლიტიკური მოკავშირეების გარეშე. შენი წიაღიდან გასული დეპუტატები არ ნიშნავს, რომ შენ გყავს მოკავშირეები პოლიტიკურ ველზე. მეორე - თუ დავაკვირდებით პარტიების პროგნოზებს, განცხადებებს და ანალიზებს, აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო რეალობისგან ან მიკერძოებული იყო მათი პოლიტიკური ინტერესებიდან. ჩვენ ამ საფრთხეებზე და რისკებზე საჯაროდ ვლაპარაკობდით. მარტო კი არ ვლაპარაკობდით, ვმოქმედებდით. ჩვენ ვსაუბრობდით რეალობაზე, ვამბობდით, რომ არის საფრთხე და ვმოქმედებდით შესაბამისად", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები