19.04.2024 | 01:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი: "უკრაინაში ომმა შესაძლოა, მსოფლიოში 70 მილიონით გაზარდოს მოშიმშილეთა რაოდენობა"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სურსათის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "გლობალური სასურსათო სისტემა და სურსათის უსაფრთხოება კრიტიკულ მომენტს განიცდის". სახელმწიფო მდივნის თანახმად, 2022 წელს 190 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა მწვავე სასურსათო არასტაბილურობის წინაშე. უკრაინაში მიმდინარე ომი კი ამ რიცხვს კიდევ 70 მილიონით გაზრდის.

"გლობალურმა პანდემიამ, კლიმატური კრიზისის ზეგავლენის ზრდამ, ენერგომატარებლებსა და სასუქზე ფასების მატებამ და ასევე რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მთლიანობაში დაარღვიეს წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი და მსოფლიოში, განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე უფრო დაუცველ ფენებში, სასურსათო უსაფრთხოების მკვეთი დაცემა გამოიწვიეს", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

გასულ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოში სურსათის უვნებლობის პრობლემის მოსაგვარებლად 2,9 მილიარდ დოლარზე მეტი მორიგი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა, რაც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად წელს უკვე გამოყოფილ 6,9 მილიარდ დოლარს დაემატება.

დღის გადაცემები