27.04.2024 | 01:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ედიშერ გვენეტაძე ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით: "ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში"

"იმ დონემდე მივიდნენ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ვაშინგტონიდან, თავად იძლევიან აღიარებით ჩვენებებს, იმის შესახებ,  რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უნდათ!" –  ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ენტონი ბლინკენის განცხადებას.

"რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს! არცერთი სიტყვა 7-8 მარტის ვანდალურ მოვლენებზე! არცერთი შეფასებით განცხადება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაზე! უფრო მეტიც საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებები აშშ-დან თავისუფლების ქანდაკების ფონზე დასცხეთ, მიაწექით, დაწვით! და უცბად ვითომდაც მოსამართლეების კორუმპირებულობით, ფაქტების გარეშე  9 აპრილის წინა დღეებში მხარს უჭერენ ხ ა ბ ე ი შ ვ ი ლ ს! მოკლედ ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში!" – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ედიშერ გვენეტაძე.

დღის გადაცემები