26.04.2024 | 06:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა, 30-31 იანვარს ბლინკენი იერუსალიმსა და რამალაში ჩავა, სადაც ჯერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ხოლო შემდეგ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამის შესახებ aljazeera იტყობინება. 

მედიასაშუალება წერს, რომ ვიზიტის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ისრაელის ძალებმა ცხრა პალესტინელი მოკლეს, ხოლო საპასუხოდ პალესტინამ თავდასხმა განახორციელა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სადაც 7 ებრაელი დაიღუპა. 

"ორივე ლიდერთან შეხვედრაზე მოწოდება იქნება, რომ ფართოდ გადაიდგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის", განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.

დღის გადაცემები