26.04.2024 | 18:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"მარცვლეულის დერეფნის" შესახებ შეთანხმება 4 თვით გახანგრძლივდა

შეთანხმება, რომელიც უკრაინის პორტებიდან აგროპროდუქციის ექსპორტს ეხება, კიდევ 4 თვით გახანგრძლივდა. ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კურბაკოვი ავრცელებს.

კურბაკოვის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტამბოლში მიიღეს. 

"შავი ზღვის გავლით სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივა კიდევ 4 თვით გახანგრძლივდა“, - წერს კურბაკოვი. 

მისი თქმით, ინიციატივის განხორციელების გარანტი კვლავ გაერო და თურქეთია. 

"მსოფლიო ბაზარი უახლოეს მომავალში ვერ ჩაანაცვლებს უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ამავდროულად, შესაძლებელია ჩვენი საკვების მოცულობის გაზრდა მსოფლიოსთვის", - დასძინა მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას", ხელი 22 ივლისს სტამბოლში მოეწერა. მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა, კრემლმა უკრაინის საზღვაო გზები ჩაკეტა, რომლებიც მარცვლეულის, ფქვილის და სხვა პროდუქტების ექსპორტის მთავარ არხს წარმოადგენდა.

ამის შედეგად, რუსეთმა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მასობრივი შიმშილის საფრთხე შექმნა.

დღის გადაცემები