19.04.2024 | 11:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, განაახლონ შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.

გუტერეშმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დააჩქარონ იმ დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ბლოკავს რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს. გუტერეშმა ხაზი გაუსვა შეთანხმების განახლების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას.

მისი თქმით, შავი ზღვის სამი პორტიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებამ "მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ხორბალსა და სხვა საქონელზე ფასების შემცირებას".

უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორდა და მისი ვადა 19 ნოემბერს იწურება. რუსეთის ელჩმა გაერო-ში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვიდრე მოსკოვი შეთანხმების განახლებას განიხილავს, "რუსეთს სურს, თავისი მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტი იხილოს, რაც არასოდეს მომხდარა შეთანხმების დაწყების შემდეგ".

დღის გადაცემები