01.05.2024 | 09:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აღიარებითი ჩვენება მისცა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან აქვს სააკაშვილს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ. კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ახლა, ვოლსკი აცხადებს, რომ „გამოძიება სწორედ იმ დროს უნდა დაიწყოს, როცა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნია. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

დღის გადაცემები