01.05.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს

გენერალურ პროკურატურაში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე  დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს. უწყებაში დაკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა რის შემდეგაც ილიჩოვას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან წუხელ გვიან ღამითვე კომისიის კიდევ ერთი წევრი ივერ მელაშვილი გამოიკითხა.

შეგახსენებთ, ორი დღის უკან  ივერი მელაშვილის ოფისში და ნატალია ილიჩოვის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

.

დღის გადაცემები