01.05.2024 | 13:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე  გენერალურმა  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე  გენერალურმა  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტს სწავლობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას შეეხებოდა.  

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ საგამოძიებო უწყება დღემდე დუმდა, თუმცა " პატრიოტთა ალიანსი " დავით გარეჯთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დიდი ხანია საუბრობს. ირმა ინაშვილმა სადემარკაციო კომისიის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას, ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, სააკაშვილის გუნდმა დავით გარეჯის ნაწილი გაყიდა, ოცნების ხელისუფლება კი მიწების გასხვისების უკანონო პროცესს აგრძელებს.

 

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, დავით გარეჯთან დაკავშირებით ყველა სადაო საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ. მისივე თქმით, ძველი კომისიის შემადგენლობა ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა.

                                                                                                                                                            

გუშინ, გენერალურ პროკურატურაში საკითხზე, არქიმანდრიტი კირიონი დაიკითხა, რომელიც დავით გარეჯის მონასტერში ცხოვრობს. დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან არქიმანდრიტმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ გამოძიებას ყველა იფორმაცია მიაწოდა.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას გულისხმობს.

დღის გადაცემები