26.04.2024 | 07:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოსკოვის ცსკა-ს და ესპანეთის „ბასკონიას“ შორის შეხვედრა 95:93 დასრულდა [ვიდეო]

ევროლიგაში მოსკოვის ცსკა-ს 12-მატჩიანი გამარჯვებების სერია ესპანეთში, „ბასკონიას“ წინააღმდეგ დასრულდა. თორნიკე შენგელიას ყოფილმა კლუბმა რუსულ გრანდს აჯობა და გაცილებით დიდი სხვაობითაც მოიგებდა, ბოლო პერიოდში მოსკოველებს სოლიდური ჩამორჩენა რომ არ შეემცირებინათ. შეხვედრა 95:93 დასრულდა.

შენგელიამ 29 წუთი ითამაშა და 13 ქულა დააგროვა. ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრაა. ცსკა 14 მოგებით ლიდერობას ინარჩუნებს და მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს "ჟალგირისს" წინააღმდეგ, საკუთარ პარკეტზე გამართავს.

დღის გადაცემები