24.04.2024 | 23:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ქართველმა ფეხბურთელებმა კოსოვოს ნაკრები 2-1 დაამარცხეს [ვიდეო]

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მშოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 9 წლის შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ფეხბურთელებმა კოსოვო გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 1-2 დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. თუმცა ტაიმის მიწურულს მეტოქემ თერთმეტმეტრიანით გოლის გატანა მოახერხა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ზურიკო დავითაშვილის დარტყმა, რომლის შემდეგაც საბოლოო ანგარიში 1-2 დაფიქსირდა. აღსანიშნია, რომ კოსოვოს გულშემატიკვარმა საქართველოს ეროვნული ჰიმნს დაუსტვინა. აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ფეხბურთელები და მედიაც, რომელიც საქართველო სნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციას არ დაესწრო.

დღის გადაცემები