26.04.2024 | 04:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფრანგი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს [ვიდეო]

საქართველოს ვაჟ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლი იქნება. სანიოლი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყველა გამოძახებული ფეხბურთელის თამაში ვნახე. ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა 25 მოთამაშის არჩევა. შეიძლება ვიღაც ადრე ბევრს თამაშობდა, მაგრამ ახლა ყველა შაბათ-კვირას უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნის ღირსნი არიან. არ იქნება სწორი, რომ მაინცადამაინც სათამაშო პრაქტიკის მოთხოვნა დავაწესოთ.

ვეცადეთ, გადაწყვეტილება გულითა და გონების კარნახით მიგვეღო; ვეცადეთ,
გულწრფელები ვყოფილიყავით. ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა არ არიან სიაში, არ ნიშნავს, რომ მომავალში არ გამოვიძახებთ"- აღნიშნა შეხვედრაზე სანიოლიმ.
დღის გადაცემები