13.12.2024 | 03:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნინო ფოჩხუა: "თუ ჩვენი პარტნიორობა არის პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებთან, მაშინ ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ კითხვებს რატომ აიგნორებს ამ ინტერვიუში?"

ეს იყო ინტერვიუ ყველაფერზე და არაფერზე, ინტერვიუ ინტერვიუსთვის და არა გაუცემელ კითხვებზე პასუხი. გაგვცეს პასუხი, რატომ მივიდა პოლიტიკიდან დიდი ხნის გასულ ივანიშვილთან ომის დაწყების შემდეგ და 3 საათი რაზე ესაუბრა მას, ხომ ამბობს, ხალხს ვეპარტნიორებიო. ისევ გაუცემელი პასუხები, ისევ გაურკვევლობა, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

"ქალბატონი ელჩის ინტერვიუზე არ შევჩერდები. ეს იყო ინტერვიუ ყველაფერზე და არაფერზე, ინტერვიუ ინტერვიუსთვის და არა გაუცემელ კითხვებზე პასუხი. შევჩერდები, რამდენიმე თემაზე. რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციის შესახებ არ ასახელებენ კონკრეტულ პირებს. მაშინ რატომ სდუმდა ქალბატონი დეგნანი, როცა ევროპარლამენტართა გარკვეულმა ჯგუფმა რეკომენდაციაში ჩაწერა დებიძინიზაცია, დეივანიშვილიზაცია, დაეთანხმა? თურმე უნდა ვიმუშაოთ კორუფციის მიმართულებით და ეს გავხადოთ გამჭვირვალე. ნუთუ ესეც დაავიწყდა ქალბატონ ელჩს, რომ საქართველო მთავრობის კორუფციული ინდიკატორით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში. როდესაც აშშ ფინანსურ სანქციებს აწესებს, ის ცხადდება საჯაროდ და სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე თავსდება.

მაშინ რატომ არ მოუწოდა ელჩმა ოპოზიციას და მათთან ალიანსში მყოფ არასამთავროებს, ნუ ახდენდნენ სიცრუის ტირაჟირებას ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენი პარტნიორობა არის პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებთან და ის ყოველთვის იყო ორმხრივი პარტნიორობა ხალხთან. ეს როგორ გავიგოთ, რომელ ხალხთან, რომლის უმრავლესობამ აირჩია ის ხელისუფლება, რომელსაც ქალბატონი დეგნანი იგნორს უკეთებს ამ ინტერვიუში, იმიტომ ხომ არ სცემს კითხვებზე პასუხს დეპუტატებს? მაშინ ჩვენ გაგვცეს პასუხი, რატომ მივიდა პოლიტიკიდან დიდი ხნის გასულ ივანიშვილთან ომის დაწყების შემდეგ და 3 საათი რაზე ესაუბრა მას, ხომ ამბობს, ხალხს ვეპარტნიორებიო. ისევ გაუცემელი პასუხები, ისევ გაურკვევლობა", - წერს ფოჩხუა.

დღის გადაცემები