28.04.2024 | 07:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პაველ ჰერჩინსკი: "ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში საჭიროა შესწავლილი იყოს ისინი და მოჰყვეს შესაბამისი შედეგები"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონით დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლება, თუმცა დიპლომატის განმარტებით, ძალადობის შემთხვევაში, ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

პაველ ჰერჩინსკი ამ განცხადებით, 7-9 მარტის აქციების დაკავებული მონაწილისთვის, ლაზარე გრიგორიადისისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

"ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ძირეული და დაცულია, მაგრამ ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში საჭიროა შესწავლილი იყოს ისინი და მოჰყვეს შესაბამისი შედეგები," – ამბობს პაველ ჰერჩინსკი. 

დღის გადაცემები