26.04.2024 | 20:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ევროპარლამენტის "სანდოობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია” და ბოლოდროინდელმა კორუფციულმა სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპარლამენტი არის “ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია მსოფლიოში”

"ევროპარლამენტის "სანდოობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია” და ბოლოდროინდელმა კორუფციულმა სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპარლამენტი არის "ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია მსოფლიოში”, – ასე უპასუხა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტის – რობერტა მეცოლას განცხადებას.

"მან დასძინა, რომ ორგანიზაციის გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა "ზოგადად დააზარალა ევროპა"; ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღის გადაზიდვა ომის გახანგრძლივებაა", – აღნიშნა სიიარტომ.

ცნობისთვის: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ
უკრაინას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, იარაღი, მეტი ტანკი, თვითმფრინავი და შორი დისტანციური თავდაცვის სისტემები.

დღის გადაცემები