25.04.2024 | 05:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ვიცესპიკერი, ევა კაილი პატიმრობაში დატოვა

ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ვიცესპიკერი, ევა კაილი პატიმრობაში კიდევ 1 თვით დატოვა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

მისი ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ევროპარლამენტარი გაეთავისუფლებინათ და მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებულიყო.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

დღის გადაცემები