30.04.2024 | 12:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, 6 მარტის სხდომაზე, სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავს.

იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა და მას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.

სავარაუდოდ, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა.

სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის გადაცემები